logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების და სტაბილური განვითარების წინაპირობაა
მიხეილ ჯანელიძე: ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების და სტაბილური განვითარების წინაპირობაა
18:22 20.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარების წინაპირობაა. ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში დიასპორის და კავკასიის საკითხთა, ევროინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე საუბრისას მიმოიხილა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო მიზანმიმართულად გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ქვეყანამ ასპირანტის სტატუსი მაქსიმალურად გამოიყენოს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის, ისე დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით.

ევროატლანტიკური მიმართულებით 2017 წლის მნიშვნელოვან შედეგებად მინისტრმა დაასახელა ის მაღალი დონის ვიზიტები და ღონისძიებები, რაც გაიმართა მიმდინარე წელს, ესენია: ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სტუმრობა; ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია; ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ოცზე მეტი სხდომა, მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე. მისივე განცხადებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, სადაც მიმდინარეობდა ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობა, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და საქართველომ პარტნიორებისგან მიიღო ნატოში გაწევრიანების მკაფიო მხარდაჭერა. მინისტრის თქმით შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მიმდინარე მუშაობა მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კონკრეტულ წინადადებებზე მიდის მოლაპარაკება და განხილვა.

ნატოში ინტეგრაციის გზაზე უახლოესი წლების პრიორიტეტად დასახელდა: მომავალი წლის ნატოს სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით მაქსიმალურად შესაძლო პროგრესის დაფიქსირება; სამიტზე ყველა სათანადო ფორმატში საქართველოს წარმოდგენა შესაბამის დონეზე; შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ნატოსთან ურთიერთმომგებიანი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება; ალიანსთან მაღალი დონის შეხვედრებისა და აქტიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა; ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური სამოქმედო გეგმის დანატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გამოყენებით ალიანსში გაწევრიანების პროცესის შემდგომი წინსვლა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა