logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბელგიაში საქართველოს ელჩმა მთავრობის მიერ ელექტრონული მმართველობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა
ბელგიაში საქართველოს ელჩმა მთავრობის მიერ ელექტრონული მმართველობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა
15:47 20.12.2017
ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში Digital Presidency, რომელიც ევროკავშირში ესტონეთის თავმჯდომარეობის პატრონაჟით ჩატარდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ელექტრონული მმართველობის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. როგორც ნატალი საბანაძემ აღნიშნა საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თანამედროვე ელექტრონული სერვისების დანერგვაში, რის შედეგადაც საქართველო საწყის პოზიციებს იკავებს არაერთ საერთაშორისო რეიტინგში ამ მიმართულებით, მათ შორის არის კიბერ უსაფრთხოების ინდექსი, სადაც საქართველოს ევროპაში, ესტონეთის შემდგომ მეორე ადგილი უკავია. საქართველო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში რომელმაც დანერგა ე.წ. „Blockchain Technology” სერვისების სფერო.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეთა მონაცემების დიგიტალიზაციაზე და იმ სამოქალაქო სერვისებზე, რომელიც მომსახურების ეფექტურობის მხრივ ერთგვარ მოდელად იქცა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მისი თქმით ახლა მთავრობა ამუშავებს მომსახურების, ანალოგიურ ერთი ფანჯრის პრინციპს ბიზნესისთვისაც. საკუთარ გამოსვლაში ნატალი საბანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტერიტორიის სწრაფი ინტერნეტიზაციის პროცესზე, მათ შორის ისაუბრა მცირე დასახლებების ინტერნეტიზაციაზე და მაგალითად მოიყვანა თუშეთის თემის ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც აღიარებულია, როგორც ამ მიმართულების ერთერთ საუკეთესო პროექტი.

საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული პროექტის „საქართველოს ელექტრონული მმართველობის გაძლიერება“ განხორციელებაში ესტონელი პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, რათა შეამოწმონ და განაახლონ საქართველოს საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისობაში მოიყვანონ ევროკავშირის სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირველ ქვეყანას რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის ლეგალურ ნორმებთან ელექტრონული მმართველობის და კიბერ უსაფრთოხების კუთხით.

კონფერენციას ესწრებოდნენ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ევროკომისარი ანდრიუს ანსიპი, სკაიპის დამფუძნებელი რობინ ლუსტიგი და სხვა მაღალი დონის სტუმრები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა