logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით წლევანდელი წელი უპრეცედენტოა
მიხეილ ჯანელიძე: საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით წლევანდელი წელი უპრეცედენტოა
15:36 20.12.2017
„წლევანდელი წელი უპრეცედენტოა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციის კუთხით, რაც ნათლად აისახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებში, განცხადებებში, ანგარიშებსა და გადაწყვეტილებებში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პარლამენტის წევრებთან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამებისას.

მინისტრის თქმით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება დაესენია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის წარმართვის საფუძველზე ქვეყანაში უსაფრთხო დასტაბილური გარემოს ჩამოყალიბება და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა; ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა და ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესით მიღებული სარგებლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის გაზიარება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს გააცნო სამივე მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები: მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევის მიზნით; უპრეცედენტო აქტიურობა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში, სადაც 2008 წლის შემდგომ პირველად მოხდა მინისტრის დონეზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის განხილვა; რეკორდული მხარდაჭერით იქნა მიღებული გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული ყოველწლიური; გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ პირველად მიიღო რეზოლუცია; ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებმა 2008 წლის შემდგომ საქართველოს საკითხზე პირველი დოკუმენტის მიიღეს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში; ევროპის საბჭოში ტარდებოდა საქართველოს საკითხის რეგულარული განხილვები და მოხსენებები; ასევე მინისტრის მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებით რუსეთი აღიარებული იქნა კონფლიქტის მხარედ; აშშ-ს მიერ მიღებული იქნა პირველი საკანონმდებლო აქტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რომელიც სანქციებს უწესებს დამრღვევ ქვეყნებს და ხელს უწყობს საქართველოს არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას; რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების საზღვარგარეთ უკანონო კონტაქტების დამყარების პრევენცია და მათზე რეაგირება.

მინისტრმა დეპუტატებს ასევე გააცნო მომავალში ამ მიმართულებით დაგეგმილი ქმედებები და აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შედეგის მიღწევის მიზნით ინტენსიურ მუშაობას და პროგრესის მიღწევისთვის საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებას, ასევე გაგრძელდება მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს მხარდაჭერის შენარჩუნება-გაზრდაზე, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და რუსეთის უკანონო ქმედებების შესახებ ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სათანადო შეფასებები აისახოს შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტებში, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის მყარისამართლებრივ საფუძველის შექმნის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობების აღკვეთას და გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, მათ შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებლის გაზიარების გზით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა