logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო ნაბიჯები გააცნო
პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო ნაბიჯები გააცნო
14:22 20.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებთან ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით 2017 წლის მნიშვნელოვანი შედეგები შეაჯამა და მათ ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები გააცნო.

მისი განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით და გატარებული ძალისხმევით ევროკავშირის მიერ საქართველო აღიარებულია, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. მინისტრმა 2017 წლის მნიშვნელოვან შედეგებად დაასახელა: უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ევროკავშირთან; ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება; სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით მიღებული ასოცირების ახალი, ამბიციური დღის წესრიგი 2017-2020 წლებისათვის; უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა და EBRD-სა და EIB-ის უპრეცენდენტოდ მაღალი დაფინანსება.

მინისტრმა დეპუტატებს გააცნო ე.წ. „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ", რაც ინტეგრაციის 4 პრიორიტეტულ მიმართულებას ისახავს. ესენია საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება, ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით. მინისტრის განცხადებით ეს გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობის 70%-ის საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში დანერგვას, ქვეყნის დემოკრატიული და სექტორული ინსტიტუტების ევროპული სტანდარტით განვითარებას. ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან მიმართულებად დასახელდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი, რათა გამოიკვეთოს ის დამატებითი საკანონმდებლო დაახლოების სფეროები, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული „ამ სამუშაოს შედეგად ჩვენ ვამზადებთ ნიადაგს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის"- განაცხადა მინისტრმა.

ინტეგრაციის პრიორიტეტულ მიმართულებებში დასახელდა დამატებითი 6 ნაბიჯი, რაც მოიცავს ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციონალური დაახლოებას, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაციას; ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდას; ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და გაღრმავებას; თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გაძლიერებულ თანამშრომლობას; ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთკავშირების გაღრმავებას. სამომავლო პრიორიტეტებს შორის ხაზი გაესვა აქტიურ მუშაობას „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით განსაზღვრული შედეგების მისაღწევად.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რაც ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას ისახავს მიზნად, ქართული საზოგადოების მტკიცე არჩევანია. მინისტრის განცხადებით აღნიშნული უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიის კონსოლიდაციას, ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მდგრად განვითარებასა და კეთილდღეობას თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის - მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერასა და აქტიურ ჩართულობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა