logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლა ხაზს უსვამს ჩვენი მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას
მიხეილ ჯანელიძე: ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლა ხაზს უსვამს ჩვენი მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას
13:34 20.12.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას, ვინაიდან აღნიშნული ფუნქციები დაეკისრება არა სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არამედ უწყებას, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება, რესურსი, შესაძლებლობა და ასევე ვიცე-პრემიერის სტატუსით ხელმძღვანელობს მინისტრი“ - განაცხადა ჯანელიძემ.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდრო კოორდინაციით თანამშრომლობდნენ, მათ შორის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი და 2017-20 წლებისთვის ასოცირების ახალი დღის წესრიგი მოლაპარაკებული და შეთანხმებული იყო სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, „ახალი დღის წესრიგი არის ბევრად უფრო ამბიციური, ვიდრე წინა და მის განხორციელებას ესაჭიროება მაქსიმალურად მაღალი დონის კოორდინაცია“ - აღნიშნა ჯანელიძემ.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი თვალსაჩინოა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენი მოქალაქეები მას საკუთარ თავზე გრძნობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო გასული წელი. ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა დრო და ენერგია არ დაიშურა, რომ საგარეო ასპარეზზე საქართველო წარმოგვეჩინა, როგორც რეგიონული ლიდერი, რომელიც სტაბილურად და მდგრადად ვითარდება, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია და სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი გაცნობიერებულად აქვს გაკეთებული“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ღრმა და ინტენსიური, როგორც დღეს. „ჩვენ მაქსიმალურად ავითვისეთ ის შესაძლებლობები, რასაც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გვთავაზობს და შემოთავაზებული დახმარებები კონკრეტულ სარგებლად ვაქციეთ ჩვენი მოქალაქეებისათვის. ჩვენი მიზნები არის ძალიან კონკრეტული და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები თანმიმდევრულია და მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას“ - განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით ევროინტეგრაციის პროცესი წარიმართება ევროინტეგრაციის კომისიის ზედამხედველობით, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. „ეს მოხდება კიდევ უფრო ეფექტური მუშაობის მეშვეობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვიცე-პრემიერის პირდაპირი ზედამხედველობით ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის - მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერასა და აქტიურ ჩართულობას" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა