logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 აჭარის მთავრობაში შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
აჭარის მთავრობაში შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
15:42 19.12.2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით,

მთავრობის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. ზურაბ პატარაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან მიმდინარე წლის შეფასებები მოისმინა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მიუხედავად 2017 წელს არსებული გამოწვევებისა, რეგიონში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ან განხორციელების პროცესშია. ხაზი გაესვა კურორტ გოდერძზე გაზრდილ ინვესტიციებს, ასევე 5 წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტ "გომარდულის" ამოქმედებას, ბათუმის სტადიონის მეგა-პროექტისა და ესტაკადის მშენებლობის დაწყებას, ისტორიული პროექტის - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობას, 350-ზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.

ზურაბ პატარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების საკითხზე, რა მიმართულებითაც სხვადასხვა უწყებები აგრძელებენ მუშაობას. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინგა შამილიშვილის განცხადებით, ყველა მუნიციპალიტეტის სასწავლო და კულტურულ დაწესებულებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად ეტაპობრივი იმიტირებული განგაში ტარდება.

ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან მოისმინა ანგარიში ციტრუსის სეზონის შესახებ. ავთანდილ მესხიძის შეფასებით, ციტრუსის სეზონის წლევანდელი წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბაზრების დივერსიფიკაციამ და ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდამ. ციტრუსის სეზონი დასასრულს უახლოვდება, ამ ეტაპზე ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი, მიღებული და გადამუშავებულია 4700 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

დღესვე, მთავრობის სხდომაზე ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დამსწრე საზოგადოებას ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლისა და დაზარალებულების დახმარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მერის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის და დეველოპერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ გადაწყდება თუ რა ტიპის კორპუსი აშენდება, გახდება თუ არა საჭირო თანადაფინანსება. ზურაბ პატარაძე აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა. ლაშა კომახიძემ ისაუბრა ასევე ქალაქის საახალწლო განათების და ღონისძიებების შესახებ.

მთავრობის სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო 3 საკითხი. მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ანგარიში წარადგინა. პროექტებისათვის სულ გამოყოფილია 15 725 198 ლარი, საიდანაც ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის და ქობულეთის წყალარინების პროექტის განსახორციელებლად გამოიყო 524 612 ლარი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძზე, ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გასაცემი კომპენსაციის შესახებ მოახსენა სხდომის წევრებს. კერძოდ, კურორტ გოდერძზე ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის საკომპენსაციო თანხა 3 139 306 ლარს შეადგენს.

მთავრობის სხდომაზე გამოტანილი საკითხები აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მიერ მოწონებულ იქნა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა