logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა
ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა
13:44 18.12.2017
პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს.

ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის რესპუბლიკის სეიმსა და სენატს შორის გაფორმდება.

ირაკლი კობახიძისა და სტანისლავ კარჩევსკის თქმით, თანამშრომლობის გაღრმავებაში განსაკუთრებული როლი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ენიჭებათ. პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალის თქმით, საქართველოს მიმართ პოლონეთის გამორჩეულ ინტერესსა და მხარდაჭერაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია პოლონეთის პარლამენტში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობისა და გაცვლითი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსა და პოლონეთს საერთო ღირებულებები და საერთო გმირობა აერთიანებს. მისი თქმით, ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული ურთიერთობა პოლიტიკური კავშირების გაღრმავებისთვის კარგ საფუძველს ქმნის.

„გვაქვს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და გარდა ამისა, გვაკავშირებს ხალხთა შორის ისტორიული ურთიერთობები. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოებრიობა. გუშინ გვქონდა საშუალება, ვსტუმრებოდით ვარშავის აჯანყების მუზეუმს და კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა პოლონელი ხალხის გმირობა და საერთო გმირობა, რომელიც აკავშირებს პოლონელებს და ქართველებს სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენი ისტორიული ურთიერთობები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლიტიკური კავშირები პოლონეთსა და საქართველოს შორის და ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების გაღრმავებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონელ ხალხს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება, ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ დონეზე გადაიყვანს.

„მადლიერნი ვართ ჩვენი პოლონელი მეგობრების მიმართ თანადგომისთვის, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენი პოლონელი მეგობრები გვერდით ედგნენ ჩვენს ქვეყანას ყველაზე რთულ მომენტებში, ყველაზე მძიმე წუთებში, რასაც ძალიან ვაფასებთ. ძალიან დიდია ჩვენი სურვილი, გავაღრმავოთ ურთიერთობები ქვეყნებს შორის და გავაღრმავოთ ურთიერთობები კონკრეტულად პარლამენტებს შორის. ვფიქრობ, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც დღეს მოვაწერთ ხელს, საფუძველს დაუდებს ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე გადაყვანას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა აღნიშნა, რომ ქართველ და პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობისადმი მისწრაფება აერთიანებს. მისივე შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და საპარლამენტო შეთანხმების ხელმოწერა თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. „ საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დღეს ხელს მოვაწერთ პარლამენტებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას. ეს იქნება ახალი იმპულსი თანამშრომლობისთვის. ჩვენი ურთიერთობები-ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო მიმართულებით, შესანიშნავად ვითარდება. შეხვედრის დროს ხაზი გავუსვით იმ სფეროებს, რომელშიც თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალის განვითარება შეგვიძლია. საპარლამენტო შეთანხმებაზე ხელმოწერა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობებს და განავითარებს ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა სტანისლავ კარჩევსკიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა