logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პოლონეთის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
პოლონეთის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
23:25 17.12.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტს იწყებს.
ვიზიტი ირაკლი კობახიძემ, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან ერთად, ვარშავაში, ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ძეგლის გვირგვინით შემკობით დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დელეგაციასთან ერთად, ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა.
პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობასა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე, რომელსაც ხელი ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
„პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით განვითარდება-როგორც კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, ასევე, ურთიერთმხარდაჭერის მიმართულებით, სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაციებისა და საერთაშორისო დონეზე“,-აღნიშნა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შესაძლებლობა ექნება, უკვე ხვალ შეხვდეს პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრს. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც დატვირთულია საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებით. ეს იქნება დამატებითი იმპულსი, დამატებითი შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების საქმეში“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა