logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ხვალ ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
ირაკლი კობახიძე ხვალ ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
13:56 16.12.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 17-19 დეკემბერს პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალ მარეკ კუჩინსკის და სენატის მარშალ სტანისლავ კარჩევსკის შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე, მარეკ კუჩინსკი და სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმისა და სენატს შორის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან და პირველ ვიცე-პრემიერ პიოტრ გლინსკისთან.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მალგორჟატა გოშიევსკასთან და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაცია საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს.

პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ქართველ სტუდენტებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ლექცია ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული სწავლების ცენტრში.

ირაკლი კობახიძე ვარშავაში, აჯანყების მუზეუმს დაათვალიერებს და ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ძეგლს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გვირგვინით შეამკობს წმინდა გრიგოლ ფერაძის ხსოვნის დაფას და უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, გელა სამხარაული, მერაბ ქვარაია და ლაშა დამენია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა