logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიცია, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით განვამტკიცოთ
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიცია, რომ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით განვამტკიცოთ
13:28 16.12.2017
„ჩვენ გვაქვს მეტის ამბიცია, გვაქვს იმის ამბიცია, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით განვამტკიცოთ საქართველოში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება. შესაბამისად, დავტოვეთ ზუსტად იგივე საფუძვლები, ასე ვთქვათ, გასაიდუმლოების”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის მე-18 მუხლზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დამტკიცებულ რედაქციაში მოცემული ჩანაწერი როგორც ხელმისაწვდომობის, ასევე, სახელმწიფო ინტერესებს უზრუნველყოფდა, თუმცა, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან იყო გარკვეული რეკომენდაციები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზება გაზიარებულ არ იქნა.

„ჩვენ მათი შემოთავაზება არ გავიზიარეთ, ამას პირდაპირ ვიტყვი. მათი შემოთავაზება იყო, რომ კონსტიტუციაში ევროკონვენციის ჩანაწერი ე.წ. სამწვეროვანი ტესტი გაგვემეორებინა, რაც. რა თქმა უნდა, თავისთავად ლეგიტიმურია, ევროკონვენციაშია ასახული, თუმცა ჩვენ გვაქვს მეტის ამბიცია, გვაქვს იმის ამბიცია, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით განვამტკიცოთ საქართველოში ხელმისაწვდომობის უფლება. შესაბამისად, დავტოვეთ ზუსტად იგივე საფუძვლები, ასე ვთქვათ, გასაიდუმლოების. ეს არის, კომერციული, პროფესიული და სახელმწიფო საიდუმლოება. ერთადერთი, რაც შეიცვალა ამ კონსულტაციების საფუძველზე, არის ის, რომ დაზუსტდა ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად აღიარების წესი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ნიშნავს, კერძოდ, დგინდება, რომ გარკვეულ ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსი მხოლოდ სამ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს.

„ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესი, აუცილებელი ინტერესი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი და სამართალწარმოების ინტერესები. ეს დღესაც ასეა, მოქმედ კანონმდებლობაში. ეს დღესაც ასეა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. დღესაც არის საიდუმლოდ, გამოცხადებული, მაგალითად, თათბირის საიდუმლოება სასამართლოში, მაგალითად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალები. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეების მასალების ძალიან დიდი ნაწილი. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დაზუსტებული, რაც ნიშნავს სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იყო გარკვეული შემოთავაზება, თუმცა ჩვენ არსებითად ძალაში დავტოვეთ ის ჩანაწერი, რომელიც აქამდეც იყო დამტკიცებული კონსტიტუციაში”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

აქვე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ექვსთვიანი მუშაობის პერიოდში არ დასმულა, რაც მისი შეფასებით, სამწუხარო მოვლენაა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცედურა დარღვეული არ არის.

„დამატებითი კომენტარებისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებ. პროცედურა დარღვეული არ არის. ზედმიწევნით მივყვებით პროცედურებს. ვითვალისწინებთ იმას, თუ რა შეიძლება განისაზღვროს პირველი მოსმენის დროს, რა შეიძლება შეიცვალოს მეორე მოსმენის დროს, შემდეგ, მესამე მოსმენის დროს. ეს პროცედურები, რომლებიც არის დადგენილი კონსტიტუციით და რეგლამენტით, არის ზედმიწევნით დაცული”,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა