logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად შეგვაქვს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუმცა, დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად შეგვაქვს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუმცა, დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი
18:30 15.12.2017
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მის მიერვე ინიცირებულ ცვლილებებს, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის ხარისხი. ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დოკუმენტი სწორედ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა, თუმცა, მის მიუხედავად, ოპოზიცია სხდომას არ ესწრება.

„ჩვენ დღეს მეორე მოსმენით ვიღებთ კონსტიტუციურ კანონპროექტს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა სწორედ ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენ მივიღეთ უკვე ძალიან დახვეწილი დოკუმენტი კონსტიტუციის სახით, თუმცა იყო დამატებითი თხოვნები და მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან, რაც გაიზიარა ვენეციის კომისიამ და ამის საფუძველზე გაგვიწია რეკომენდაცია, რომ დამატებით გარკვეული ცვლილებები აგვესახა კონსტიტუციაში. სწორედ ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად, ჩვენ შეგვაქვს ეს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუმცა ხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი, ოპოზიცია არ ესწრება სხდომას. ეს არის სამწუხარო რეალობა. მე მაქვს დიდი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დაიხვეწება და შვიდი წლის თავზე, როდესაც ჩვენ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, გვექნება შედეგად პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის უფრო მაღალი ხარისხი და პოლიტიკური კულტურის განვითარების უფრო მაღალი დონე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა