„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი უსახლკარო ლამარა მენთეშაშვილს ესტუმრა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, ლამარა მენთეშაშვილი სოციალურად დაუცველის სტატუსს ვერ იღებს, სახელმწიფომ კი - მას არც ფულადი დახმარება აღმოუჩინა და არც ჯანმრთელობის პოლისითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო.
ანიკაშვილის განცხადებით, სიღარიბის შეფასების კრიტერიუმები უნდა შეიცვალოს და უმწეოს სტატუსის მინიჭება დამოკიდებული უნდა იყოს მოქალაქის შემოსავალზე და არა უძრავ ქონებაზე.
„სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ქალბატონი ლამარას მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს სოცილაური საცხოვრისით, რადგან ჩვენი სისტმა ისეა მოწყობილი, რომ სწორედ უსახლკაროები რჩებიან სოციალური დაცვის გარეშე“ - განაცხადა ანიკაშვილმა.
„ქრისტიან-დემოკრატები“ სოციალურად დაუცველ ლამარა მენთეშაშვილს შუამდგომლობას დაპირდნენ და განუცხადეს, რომ აღნიშნული საკითხი თბილისის საკრებულოშიც განიხილება.

















