logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით დონდუამ ჟენევაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
დავით დონდუამ ჟენევაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
09:58 15.12.2017
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის ბრიფინგი გამართა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით დონდუამ, ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკების მიმდინარეობისა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით. დავით დონდუამ შეაფასა განვლილი 42 რაუნდის შედეგები და ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად მიმოიხილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის მძიმე შედეგები. დავით დონდუამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე; საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებაზე, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასა და უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გააქტიურებაზე, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ახდენს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას და ემსახურება საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სამშვიდობო ძალისხმევის მიზანმიმართულ დაბრკოლებას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლის აუცილებლობას.

დავით დონდუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და, მოსკოვისგან განსხვავებით, პირნათლად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. მან ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით.

ბრიფინგის მეორე ნაწილში კომენტარები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებმა, რომლებმაც ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა