პარლამენტმა 115 ხმით საკონტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
დოკუმენტს მეორე მოსმენისთვის იურიდიული კომიტეტი მოამზადებს.
კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: საუბარია ახლადშემოღებული ბონუსების სისტემის გაუქმებაზე, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვებაზე, ცვლილებებზე აღმსარებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმებში. ასევე სახელი ეცვლება „ხმოსნებს“, რომელთაც პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, მათ საარჩევნო კოლეგიის წევრები ჩაანაცვლებენ.

















