logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჯანელიძემ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
16:04 12.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის კონფერენციაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე.

ჯანელიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არის დემოკრატიის ფუნდამენტური მაჩვენებელი და მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობა. გენდერული თანასწორობა, ქალთა გაძლიერება და პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა“- განაცხადა მიხეილ ჯაბელიძემ.


მან გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო კონვენციების შესრულების მხრივ არსებულ ტენდენციაბზე საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან გაერო-ს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის განხორციელებისა და შესაბამისი ეროვნული გეგმის შესრულების მიზნით გაწეულ ძალისხმევას და სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას. მან ასევე ისაუბრა 2017 წლის ივნისში ამოქმედებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მნიშვნელობაზე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე პოზიტიურად შეაფასა ის ფაქტი, რომ ამ საკითხებს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში და შესაბამის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში.

მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ გაწეული ძალისხმევა შესაძლებელს გახდის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველომ მიაღწიოს არსებით გარდატეხას გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა; თბილისის მერმა კახა კალაძემ; შვედეთის ელჩმა საქართველოში, მარტინა ქვიქიმ; აშშ. ელჩმა საქართველოში იან კელიმ და გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, შომბი შარპმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა