პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, ვარშავის მე-10 ყოველწლიურ
საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა. ქართულ სტენდზე გამოფენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსის ელემენტები, ქართული წარმოების ხელნაკეთი ნივთები და მინანქრის სამკაული.
ასევე, ქართული ღვინო, მინერალური წყალი „ბორჯომი“ და ქართული კერძები.
საქველმოქმედო ბაზრობის ფარგლებში, ანსამბლის „რუსთავი“ მოცეკვავეებმა ქართული ცეკვა შეასრულეს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, აღსანიშნავია, რომ ქართულმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა პოლონურ საზოგადოებაში. ამასთან, პოლონეთის პირველი ლედი ქართულ სტენდს პირადად ეწვია. შემოსული თანხა გადაეცა პოლონეთის რესპუბლიკაში არსებულ საქველმოქმედო ფონდებს.
ღონისძიება პოლონეთში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებისა და პოლონეთის პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა.

















