პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წყალობით
მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტუალური აღარაა.
ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ საკითხთან იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ჩვენი წყალობით, მიხეილ სააკაშვილი აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში“- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმე სამართლებრივი საკითხია.
„არავითარ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს და არც გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს არის სამართლებრივი საკითხი ჩვენთვის და შესაბამისად, სამართლებრივ ჭრილშიგანიხილება. ეს არის ჩვენი მიდგომა, ჩვენ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ საკითხთან იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ჩვენი წყალობით, მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილი აღარ არისაქტუალური ქართულ პოლიტიკაში. არანაირი ინტერესი ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს“- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

















