logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი იყო პოლიტიკური კომპრომისი და ის ძალაში რჩება
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი იყო პოლიტიკური კომპრომისი და ის ძალაში რჩება
15:47 11.12.2017
„ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და რჩება ძალაში, თუმცა, გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, ინსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით უმჯობესი იქნებოდა, რომ სუბიექტი ყოფილიყო პარლამენტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას განუცხადა.

„ჩემი აზრით, გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს ის პროცედურა, რომელიც არის დადგენილი. მოგეხსენებათ, ეს პროცედურა ჩამოყალიბებულია პოლიტიკური კომპრომისის და კონსესუსის ჩამოყალიბების სურვილით. საბოლოო ჯამში, პროცედურა არის ლეგიტიმური, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში, თუმცა, მე პირადად მიმაჩნდა, რომ საპარლამენტო არჩევის წესი იქნებოდა უფრო სწორი ამ სისტემაში, რომელიც განსაზღვრულია კონსტიტუციით, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ავწონ-დავწონეთ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მხარეები ამ ყველაფრის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ აისახოს ასეთი ცვლილება კონსტიტუციურ კანონში.

საუბარი იყო იმაზე, რომ გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელიც აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს, ნაცვლად 150 დეპუტატისა, ეს იქნება საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი. ეს იყო ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი და ეს რჩება ძალაში. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა ინსტიტუციური კუთხით, სამართლებრივი კუთხით, პოლიტიკური კუთხით, რომ პარლამენტი ყოფილიყო სუბიექტი, თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ, განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვოთ ძალაში ის პროცედურა, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე დამტკიცებულ ტექსტში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა