ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს
გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, თითქოს კომისია არ აპირებს გასამრჯელო გადაუხადოს „კარდაკარის“ პროგრამაში ჩართულ რეგისტრატორებს.
როგორც კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კომისიას უკვე გათვალისწინებული აქვს 2 125 000 ლარი 11 100 რეგიტრატორის ხელფასისთვის, რომელსაც ისინი პროექტ „კარდაკარის“ დასრულებიდან 14 დღის ვადაში მიიღებენ.
„15 ივლისისთვის სრულდება პროექტი „კარდაკარი“ და არაუგვიანეს 25 ივლისისა, რეგისტრატორები მიიღებენ ანაზღაურებას“ - განაცხადა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ ე.წ პარალელური „კარდაკარის“ დროს, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ატარებს „ხდება შავი ინფორმაციის გავრცელება“.
„ეს არის ცუდი პიარი და შავი ინფორმაცია, რომლის მიზანია რეგისტრატორებთან განხეთქილების ჩამოგდება“ - განაცხადა კაციტაძემ.

















