პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაცია ახლგაზრდებს გააქტიურებისა და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში
ჩართვისკენ მოუწოდებს.
პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზამიამ დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლთან აქცია გამართა.
ისინი ახალგაზრდებს ასევე მოუწოდებენ ჩაერთონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესშიც.
აქციაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
აქცია კამპანია "სტუდენტური გაზაფხული სამართლიანი არჩევნებისთვის" ფარგლებში გაიმართა. მონაწილეები ახალგაზრდულ-საინიციატივო ჯგუფს ჩამოაყალიბებენ, რომელიც არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებს.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისკენ ფეხით მსვლელობაც მოაწყვეს.

















