logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტად აირჩიეს
კახა კალაძე „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ პრეზიდენტად აირჩიეს
14:13 08.12.2017
„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ახალ პრეზიდენტად თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.

ახლადარჩეული პრეზიდენტი ასოციაციას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კახა კალაძემ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა დელეგატს, ვინც მხარი დამიჭირა. ძალიან საპასუხისმგებლოა იყო თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ 2014 წლიდან მოყოლებული, თუმცა გამოწვევები და პრობლემები არსებობს, რომელთა დასაძლევად ინტენსიური მუშაობა მოგვიწევს. უნდა უზრუნველვყოთ მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რისთვისაც უნდა შეიქმნას შესაბამისი პლატფორმა და მექანიზმები. ძლიერი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. მზად ვარ, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეროვნულ ასამბლეაზე დელეგატებმა, ახლადარჩეულმა მერებმა და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები აირჩიეს. თბილისიდან საბჭოს წევრებად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები - თამარ ტალიაშვილი და ირაკლი ნადირაძე აირჩიეს.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა