logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერით, ასევე ევროპაში არსებული კონფლიქტების ფარგლებში საქართველოს საკითხი ეუთო-ში აქტიურად დგას
მიხეილ ჯანელიძე: მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერით, ასევე ევროპაში არსებული კონფლიქტების ფარგლებში საქართველოს საკითხი ეუთო-ში აქტიურად დგას
10:03 08.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროპაში არსებულ კონფლიქტებს და შესაბამისად აქტიურად იქნა განხილული მრავალი დელეგაციის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტი, რა დროსაც კიდევ ერთხელ მივიღეთ პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართ.

მისივე განცხადებით, ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოიხატება ეუთო-ს აქტიური ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში და საქართველოს საკითხის ეუთო-ს დღის წესრიგში მუდმივი არსებობით.

ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის აქტიურობას, რომელიც უკვე მეორე წელია ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას იღებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ეუთო-ში საქართველოს საკითხზე ვერ ხდება კონსენსუსის მიღწევა რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო, მნიშვნელოვანია, რომ უკვე მეორე წელია ორგანიზაციის ფარგლებში გამოიკვეთა მეგობართა ჯგუფი, რომელიც აქტიურად უჭერს საქართველოს მხარს და მათი მხრიდან მიიღება საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, რომელიც მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი ხდება. დღეს გაიმართა კონსულტაცია მეგობართა ჯგუფთან და ჩვენ ველოდებით რომ, ისევე როგორც გასულ წელს, გაკეთდება შესაბამისი განცხადება. მასში საუბარია როგორც საქართველოში მიღწეულ პროგრესზე დემოკრატული განვითარების კუთხით, ასევე განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც ასევე არის საუბარი საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშიც.

„ეს ვადლებულებებია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მოქანიზმები იქნას წარმოდგენილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაშვებული იქნას საერთაშორისო ორგანიზაციები, გადაიდგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის“-განაცხადა ჯანელიძემ.

საქართველო აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომაში, რომელიც 2017 წლის 7-8 დეკემბერს ვენაში გაიმართა. მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა პლენარულსესიაზე და ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეტი, რუმინეთი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა