ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა
მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-სდ ემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორთან, ინგიბიორგ გისლადოტირთან გამართა შეხვედრა.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ODIHR-ს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში აქტიური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მოვლინებისთვის.
ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მხარდაჭერა ეუთო-ს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მანდატის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

















