logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე ფინელ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ფინელ კოლეგას შეხვდა
18:17 07.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტიმო სოინის შეხვდა.

მინისტრების შეხვედრა ვენაში ეუთო-ს23-ე მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფინეთს შორის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. მაღალი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის ნოემბერში ფინეთის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტს საქართველოში და აღინიშნა, რომ მაღალი დონის შეხვედრები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

საქართველო და ფინეთი აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს, ხაზი გაესვა ამ პერიოდის განმალობაში ჩამოყალიბებულ კარგ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, რისი დასტურიც არის საქართველო-ფინეთის ბიზნეს ასოციაციის დაარსება მიმდინარე წლის აპრილში და ბიზნეს ფორუმი,რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.

აღინიშნა საქართველოს წარმატებები ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ფინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში, იმ ფუნქციას, რაც ქვეყანამ გატარებული ეკონომიკური, დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმებით, შეიძინა ევროპელი პარტნიორებისთვის. ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე, როგორც სატრანსპორტო, ასევე ენერგეტიკის სფეროში,ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიულოცა საქართველოს „ერთი გზა ერთი სარტყელის" საერთაშორისო ფორუმის წარმატებით ჩატარება.

მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში. ფინეთმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტიმო სოინის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა