logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
17:26 07.12.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარის მოადგილეს, ისაბელ დინგიზიანს შეხვდა.

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებისა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერული თანასწორობა და სახელმწიფო გენდერული პოლიტიკა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ისაუბრეს საქართველოში ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზეც.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ გენდერული თანასწორობა დემოკრატიის განვითარებისა და გაძლიერების აუცილებელი პირობაა.

მხარეებმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

„გვქონდა შეხვედრა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, გენდერული საბჭოს წარმომადგენელთან, რომელთანაც ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ უკვე დავაგროვეთ. ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის, როგორიცაა შვედეთი, გამოცდილების გაზიარება, იმიტომ, რომ ჩვენთვის შედარებით ახალი საკითხია გენდერული თანასწორობა. ეს პრობლემატიკა მეტ-ნაკლებად წარმოჩინდა ბოლო პერიოდში და იმისთვის, რომ სწორად და საკმაოდ შედეგიანად გავიაროთ ეს გზა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ძალიან გვჭირდება. ამიტომ ეს შეხვედრა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ცქიტიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა