logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გოჩა ლორთქიფანიძე: საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია
გოჩა ლორთქიფანიძე: საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია
16:32 07.12.2017
რუსული აგრესია, აგვისტოს ომი და მცოცავი ოკუპაცია − ამ თემებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაზე. გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-16 სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კი, ჩადენილ იქნა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთათვის და განაცხადა, რომ ამისათვის საქართველოს სახელმწიფო ჰააგის სასამართლოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმე ჰააგის სასამართლოს გამოსაძიებელ საქმეებს შორის პირველი ევროპული კონფლიქტია; ასევე, პირველი საქმეა, რომელიც საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხება და სადაც გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის ფაქტორი. ამიტომ მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებისათვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის.

“რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე განსაკუთრებით ღირებულია ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ინტენსიურ ფაზაშია. გარდა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობისა, ქართული დელეგაცია უკვე შეხვდა რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ 2008 წლის ომის დანაშაულების შესახებ. შედგა არაერთი შეხვედრა პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციებთან 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მისაღებად. დელეგაცია შეხვდა, ასევე, ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებს მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით.

ქართული დელეგაცია გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. ასამბლეა 4 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს გურმენდიმ და ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გახსნეს”-განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა