საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში
იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ეუთოს 24-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს პლენარული სესიის მონაწილეებს, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომასგრემინგერთან, ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ლამბერტო ზანიერთან , ეუთო-ს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და კოლეგა მინისტრებთან.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო უწყების ხელმძღვანელის ხანმოკლე შეხვედრა საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან, იგეგმება მათი მხრიდან მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხრდამჭერი განცხადების მიღება.
ეუთო-ს 24-ე მინისტერიალი ვენაში უკვე გაიხსნა.

















