logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ნატო საქართველოს კომისიის შეხვედრა, მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე „ღია კარის“ პოლიტიკის განხილვის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი იყო
მიხეილ ჯანელიძე: ნატო საქართველოს კომისიის შეხვედრა, მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე „ღია კარის“ პოლიტიკის განხილვის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი იყო
17:07 06.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ნატო- საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტერიალის ფარგლებში, რომლისდღის წესრიგშიც ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობს, ძალზედ მნიშვნელოვანია.
მინისტრის განცხადებით, ალიანსი იწყებს მზადებას 2018 წლის სამიტისთვის, ნატო-საქართველოს კომისიაზე კი კიდევ ერთხელ შეფასდა ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ მიაღწია ალიანსში ინტეგრაციის გზაზე.

„ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის განსახილველად, სწორედ ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, სადაც მოხდა შეფასება ამ ფორმატში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ განვლილი პერიოდის. ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესს, როგორც დემოკრატიული კონსოლიდაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სამხედრო და თავდაცვითი რეფორმების განხორციელების კუთხით. საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკურიინტეგრაციის პროცესში, რაც უზრუნველყოფილი იქნა იმ წარმატებული რეფორმებით, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ბევრი კოლეგის მხრიდან აღინიშნა, რომსაქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები, ხელს უწყობს საქართველოს წარმატებას, აახლოებს მას ნატოს-თან, საბოლოო მიზანთან და ამკვიდრებსნატო-ს სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში“- განაცხადა მინისტრმა.

მისი თმით კომისიის სხდომაზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც აახლოებს ქვეყანას ნატო-შიგაწევრიანებასთან.

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ ნატო-ს ძალისხმევას. მინისტრის განცხადებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა გააღრმავოს ამ კუთხით ალიანსთან თანამშრომლობა.

„ვარშავაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გააქტიურდეს დიალოგი საქართველოსა და ნატო-ს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ჩვენ ამმიმართულებით უკვე ვთანამშრომლობთ. გვაქვს კონკრეტული ხედვები ასევე შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მივესალმებით ნატო-ს მეტ ფოკუსს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი და დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია მოვახდინოთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით“-განაცხადა მინისტრმა.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს მთავრობისსამშვიდობო პოლიტიკის მიმართ სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, საქართველოს მონაწილეობა ნატო-საქართველოს კომისიის და ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით იმ საკითხების გათვალისწინებით, რასაც წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ, ეს ეხება, როგორცნატო-ევროკავშირის თანამშრომლობას, ასევე ტერორიზმს და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა