logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი: ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი: ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია
18:19 04.12.2017
მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოს დიდი და მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლობა. ძალიან მოხარული ვარ, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ საქართველოს და მისი მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული თქვენ ასრულებთ კონფლიქტების პოლიტიკური გზით გადაჭრის პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას. ჩვენ მივესალმებით შვეიცარიასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განმტკიცებას, ასევე სასიხარულოა ჩვენს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდა. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი პარტნიორობის განსამტკიცებლად. დიდი მადლობა, რომ, დაპირებისამებრ, ეწვიეთ საქართველოს“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დორის ლოიტჰარდს.

ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ ისაუბრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია დავოსში. სწორედ მაშინ დაგპირდით, რომ ჩამოვიდოდი საქართველოში. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, შვეიცარია დიდად აფასებს იმ მანდატს, რომლის ძალითაც ცდილობს, ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის. მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენი რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია. გისურვებთ წარმატებას. ამ ვიზიტის მიზანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება“, - აღნიშნა დორის ლოიტჰარდმა.

გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყნის მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა განათლების რეფორმის პროცესში, ასევე - მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა