logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოსთვის ევროინტეგრაცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური მიზანს, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოსთვის ევროინტეგრაცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური მიზანს, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს
15:50 04.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მონაწილეობა მიიღო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა "აღმოსავლეთ პარტნორობის" სამიტის შედეგებზე და ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე.

„საქართველოს ყოველთვის ქონდა მკაფიო სამომავლო ხედვა - ჩვენი მომავალი ევროპაშია. „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ ჩვენ შემოგვთავაზა კონკრეტული ჩარჩო ჩვენი ხედვის განსახორციელებლად. მხოლოდ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად შევძელით აგვეთვისებინა ის შესაძლებლობები, რომელსაც “აღმოსავლეთ პარტნიორობა” გვთავაზობს. ჩვენ დღეს ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები ვართ, ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით შენგენის ქვეყნებში, ჩვენ გავწევრიანდით ენერგეტიკულ გაერთიანებაში. საქართველოსთვის ევროინტეგრაცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური მიზანს, არამედ შიდა პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას, ევროინტეგრაცია პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენს კანონმდებლობაზე, ეკონომიკასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისა და ამ ფორმატისადმი, ასევე დაისახაპრაქტიკული ნაბიჯები ინიციატივა „20 შედეგი 2020 წლისთვის“, რაც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი მიზნების განსახორციელებლად.
მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის წარმატების მიზეზად ფორმატის მოქნილობა დაასახელა და აღნიშნა, რომ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატმა შეძლო გაეერთიანებინა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავევული ინტერესების, ამბიციებისა და დღის წესრიგის მქონე ექვსი ქვეყანა და შეექმნა მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი ჩარჩო, რომელიც ყველა მხარეს შესაძლებლობას აძლევს ინდივიდუალურად დასახოს მიზნები და განსაზღვროს თანამშრომლობის ფორმა და ინტენსივობა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას საქართველოს პარლამკენტი 4-5 დეკემბერს მასპინძლობს და ღონისძიების მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაციის შედეგად მიღებული ცვლილებების დადებითი მხარეების და ამ გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა წარმოადგენს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა