logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანლიძემ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
მიხეილ ჯანლიძემ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
12:01 02.12.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანლიძემ სიტყვით მიმართა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების მონაწილეებს.

მინისტრმა ორგანიზაციას მიულოცა საიუბილე თარიღი და ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რაც გაერთიანებას შეაქვს საქართველო-გერმანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაში.

გერმანიასთან ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებული შეფასება მისცა გერმანიის წვლილს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„ევროპასთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოებაში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას და მის მთავრობას, რომელიც წლებია, მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური აღმშენებლობის პროცესში.
დღევანდელი საქართველო, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ცენტრი, ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს გერმანულ ბიზნესს, თავისი სატრანზიტო ფუნქციით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით ევროპასთან, მეზობელქვეყნებთან, ჩინეთთან, ასევე უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ბევრი სხვა მიმართულებით. გერმანული კაპიტალით წარმატებით საქმიანობენ ისეთი ცნობილი კომპანიები,როგორიცაა „ჰაიდელბერგ-ცემენტი“, „პროკრედიტ ბანკი“, „კაპაროლი“, „კნაუფი“, „ჰენკელი“, „ჰიპი“, „ალვარო/ბერტელსმანი“ თუ სხვები. მათი საქმიანობა წლიდან წლამდე ფართოვდება“- განაცხადა ჯანელიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო გაიზრდის გერმანიის ინტერესს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის მიმართ.

მინისტრმა ისაუბრა ხალხთაშორისი კონტაქტების შთამბეჭდავ ხასიათზე, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს ტურისტების მზარდი ნაკადი, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ავიარეისები.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველო-გერმანიის წლის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ განსაკუთრებით აღნიშნა 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა