საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს
პასკალ მენიეს და საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილეს ტიფანი სადლერს შეხვდა.
შეხვედრისას, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის - საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მნიშვნელობა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან დაკავშირებული ტენდენციები და განვითარებები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი ასევე 4-14 დეკემბერს, ნიუ-იორკში დაგეგმილი საერთაშორისო სისხლის სამართლის სამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-16 ასამბლეის სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს და მის ფარგლებში გასამართ ღონისძიებებსაც შეეხო.
საუბრისას, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად, ქმედითი საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეფექტიანი მუშაობა.

















