logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა
16:18 01.12.2017
აჭარის მთავრობის თავმდჯომარის ხელმძღვანელობით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის საკანონმდებლო ხელისუფლების- უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი ესწრებოდნენ.


ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის - საკოორდინაციო საბჭო შექმნის შესახებ, რომელიც რეგიონში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დეპუტატები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმდნენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - დამატებითი სახსრები და ძალისხმევა იქნეს მიმართული უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე.


როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭო მზადაა იმუშაოს ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც რეგიონში არსებულ საჯარო თუ კერძო სექტორს უსაფრთხოების მიმართულებით გააძლიერებს.


„ერთ-ერთი მიმართულება იქნება საკანონმდებლო ცვლილებები არა მხოლოდ კანონებში, არამედ ნორმატიულ აქტებშიც. თუკი სადმე რაიმე ხარვეზი იქნება, ამას კონკრეტული უწყება თავისი ინიციატივით გაითვალისწინებს. ასევე გავითვალისწინებთ იმ საკოორდინაციო ცენტრის მითითებებს და რეკომენდაციებს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობით იმუშავებს და რომელიც ხელს შეუწყობს დადგინდეს თუ სად, რა სფეროში, რა მიმართულებით რა ცვლილებები არის გასატარებელი. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ რიგი საკანონმდებლო ინიციატივები იქნეს წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს მიერ. ამას მუშაობის პროცესში გავხდით საჯაროს. თუ კი გამოჩნდება, რომ რაღაც სახით კონკრეტული აღჭურვილობა გვაკლია, საკანონმდებლო ორგანოც და მთავრობაც გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საკითხმა აისახოს ბიუჯეტში, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში ამ საბიუჯეტო ცვლილებებმა შესაბამისი მხარდაჭერა ჰპოვოს“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა