logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები შეაჯამა
მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები შეაჯამა
16:29 30.11.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგებს და თანამშრომლობის სამომავლო საკითხებს დაეთმო.

მიხეილ ჯანელიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები და ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისა და ამ ფორმატისადმი, ასევე დაისახა პრაქტიკული ნაბიჯები ინიციატივა „20 შედეგი 2020 წლისთვის“, რაც დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი მიზნების განსახორციელებლად.

მინისტრის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი დარჩა ასოცირებული ქვეყნების ევროპული მისწრაფებების ერთგული და ეს აისახა სამიტის დეკლარაციაშიც, „საქართველო სამიტზე წარსდგა, როგორც წარმატებული ქვეყანა, რაც ცალსახად იქნა აღნიშნული ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ ვისაუბროთ უფრო მეტ ამბიციურ ნაბიჯებზე რათა დავუახლოვდეთ ჩვენს საბოლოო მიზანს, რაც არის ევროკავშირის წევრობა“-აღნიშნა მინისტრმა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტის საფუძველზე ევროკავშირთან თანამშრომლობა კონკრეტულ მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებული ხდება, რაც დაგვეხმარება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციით“-დასძინა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და მადლობა გადაუხადა მათ ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობისათვის, რამაც ქვეყანას ამბიციური დღის წესრიგი და მიზნები დაუსახა: „ჩვენ გაგვაჩნია 2017-2010 წლების ძალიან ამბიციური დღის წესრიგი და საქართველოს მთავრობა მზად არის გააკეთოს კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ მეტი ნაბიჯი ევროპისკენ. ჩვენ ამ ნაბიჯებს ვდგამთ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით. ასოცირების დღის წესრიგი შემუშავდა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ სამიტის შედეგებს და შევჯერდეთ შემდგომ ნაბიჯებზე“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები, ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომელიც მომხსენებლის სახით წარსდგა სამუშაო სესიაზე - შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

აღსანიშნავია, რომ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია დაეთმო ბრუსელში შემდგარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგებისა და თანმშრომლობის შემდგომი გაღრმავების თემატიკას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა