პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას 96-მა
დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ნინო ლომჯარია ომბუდსმენის თანამდებობას 5-წლის ვადით, 8 დეკემბრიდან ჩაიაბრებს.
ლომჯარიასთან ერთად, ომბუდსმენის თანამდებობაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი ფოფხაძეც მონაწილეობდა.
ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილე იყო. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

















