ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო
დაპატიმრების საკითხს ეხმაურება.
როგორც ელჩი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა დასძენს, რომ ნებისმიერ პიროვნებასათან დაკავშირებით ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი სამართლიანად და კანონის დაცვით უნდა გადაწყდეს.
“მე არ მინახავს ინფორმაცია, თუმცა გეტყვით, რომ უკრაინა ისევე როგორც საქართველო ჩვენი პარტნიორია და ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ინვესტიციებს ახორციელებს. პირველ რიგში, რასაც ჩვენ მოველით უკრაინისგან ეს არის კანონის დაცვა და მისი უზენაესობის პატივისცემა. ნებისმიერ პიროვნებასათან დაკავშირებით ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი სამართლიანად და კანონის დაცვით უნდა გადაწყდეს,”-განაცხადა იან კელიმ.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ პოროშენკომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა. მისივე თქმით, მისი დაკავება მშვიდობიანი პროტესტისა და უკრაინელი მოქალაქეების ნების გამოხატვის ჩახშობას ისახავს მიზნად.

















