პლენარულ სხდომაზე დღეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას უყრიან
კენჭს.
მანამდე კი სხდომაზე ამ პოსტზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს მოუსმენენ.
„სახალხო დამცველის კანდიდატურა შეირჩა შიდა დისკუსიების და განხილვის შედეგად, ვინაიდან მუსირებდა აზრი, რომ თითქოს ეს იყო მიღებული გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ საკომიტეტო განხილვებმაც აჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს დისკუსია უმრავლესობაში“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით მოქმედ ომბუდსმენს უჩა ნანუაშვილს დეკემბერში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

















