logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მოლდოვის პრემიერი: საქართველო არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ერთგული მხარდამჭერი
მოლდოვის პრემიერი: საქართველო არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ერთგული მხარდამჭერი
14:53 29.11.2017
მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პაველ ფილიპის განცხადებით, საქართველო მოლდოვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ერთგული მხარდამჭერია.

მისივე თქმით, ის რომ წელს მოლდოვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი შესრულდა ადასტურებს, რომ ამ ორი ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობა ძალიან კარგად ვითარდება.
ამის შესახებ ფილიპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,
მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებო,
უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიწყო საქართველოს მხარისადმი მადლობის გადახდით იმ თბილი მიღებისთვის, რომელიც ჩვენ აქ ვიხილეთ და ვიგრძენით. ჩემს დელეგაციასთან ერთად, ნამდვილად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს თბილისში.
მქონდა შესაძლებლობა, პირადად დავრწმუნებულიყავი საქართველოს ცნობილ სტუმართმოყვარეობაში, არა მხოლოდ გაგონილით, არამედ საკუთარი გამოცდილებით.
მიგვაჩნია, რომ საქართველო არის მოლდოვის რესპუბლიკის ძალიან ახლო მეგობარი, არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ერთგული მხარდამჭერი.
ის, რომ დღეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, არ ნიშნავს, რომ ჩვენი კომუნიკაცია მხოლოდ დღეს დაიწყო. ჩვენ, ძალიან დიდი ხანია, გვაქვს ხარისხიანი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრების დონეზე. მე და ბატონი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთთან საერთო პრობლემებსა და მიზნებზე.
ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვს სიმბოლური დატვირთვა, რადგან ჩვენ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება და მეგობრობა ძალიან დიდი ხანია გრძელდება, 25 წელზე გაცილებით მეტი.
ბატონ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მრავალი ასპექტი - საუბარია პოლიტიკურ დიალოგზე, ეკონომიკის, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე და ინსტიტუციების დონეზე თანამშრომლობაზე.
ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც დღეს გამოვყავით, არის პრაგმატული აზროვნება, რომელიც განვითარებაში გვეხმარება. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება ამ ურთიერთობის განვითარებისთვის“- განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.

მისივე თქმით, მოლდოვასა და საქართველოს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ დეკლარაციას მოეწერა ხელი, რაც ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დავიწყეთ მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა და მოხარული ვარ, რომ გვქონდა ამ პროცესის წამოწყების საშუალება. ეს კომისია არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა აღმოიფხვრას ბარიერები ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო „აბრეშუმის გზის“ ფორუმში, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს. როგორც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ არა მხოლოდ სამთავრობო დელეგაციით ჩამოვედით, არამედ ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებიან ბიზნესის წარმომადგენლები, რაც ძალიან მახარებს. ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ ჰქონდათ კარგი შესაძლებლობა, ადგილობრივი წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
იმისათვის, რომ ამ კუთხით შევძლოთ ხელსაყრელი პირობების შექმნა, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ დეკლარაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის და საფუძველს უყრის ბარიერების აღმოფხვრას.
ჩვენ ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი სტრუქტურული მსგავსებები ჩვენს ქვეყნებში, რადგან გვაკავშირებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ნოემბერში ბრიუსელში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სერიოზული ურთიერთმხარდაჭერა და თანამშრომლობა. შევთანხმდით, რომ დღეიდან უფრო მჭიდრო კავშირი გვექნება ამ მიმართულებით, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ევროინტეგრაციის საერთო მიზანი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ერთად ჩვენ უფრო ბევრის მიღწევა შეგვიძლია, გვაქვს უფრო მეტი ძალა და შეგვწევს უნარი, უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს.
მსურს, მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ სუამ-ის პრეზიდენტობას თავი ძალიან კარგად გაართვა. ჩვენ განვაგრძობთ ამ შესანიშნავ გამოცდილებას და ვიქნებით ორგანიზაციის თავმჯდომარე 2018 წელს. მოხარულნი ვართ, რომ ეს ფუნქცია 2018 წელს ჩვენ გვერგება და გვსურს, მივაღწიოთ რაც შეიძლება ნაყოფიერ შედეგს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია მოსაზრებებისა და პერსპექტივების გაცვლა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის კონფლიქტები ჩვენს ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი გამოცდილებაც, რაც ტერიტორიულ კონფლიქტებს უკავშირდება. ამ კუთხით, ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება რეგიონული სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რაც უმნიშვნელოვანესია საერთო მიზნების მისაღწევად. კომუნიკაცია და მოსაზრებათა გაცვლა არის უმნიშვნელოვანესი, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ პრობლემების აღმოფხვრაში. თითოეული ნაბიჯი, თითოეული წარმატება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, გვსურს, გავუზიაროთ საქართველოს და ამ გზით გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ.
გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ასევე მეცნიერების, კულტურისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესებზე. ვისურვებდით სტუდენტებსა და ლექტორებს შორის გაცილებით უფრო მაღალი მობილობის არსებობას, ასევე გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ კვლევების სფეროში თანამშრომლობაზე. მოლდოვის კულტურისა და კვლევის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკმაოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა აკავშირებთ და ჩვენ დავგეგმეთ 2017-2020 წლების განმავლობაში ამ სამინისტროებს შორის თანამშრომლობა.
როგორც უკვე ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ჩვენ დავგეგმეთ მოლდოვის კულტურის დღეები საქართველოში და პირიქით, საქართველოს კულტურის დღეები მოლდოვის რესპუბლიკაში.
მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და მიგიწვიოთ მოლდოვის რესპუბლიკაში, რათა განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენი საუბარი იყო ძალიან პროდუქტიული და ქართულმა მხარემ ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა“- განაცხადა ფილიპმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა