logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 საქართველოსა და მოლდოვის მთავრობის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოსა და მოლდოვის მთავრობის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა
13:20 29.11.2017
საქართველო-მოლდოვის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების შესახებ იმსჯელეს საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთვის ძალიან ახლობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და ისაუბრა იმ მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე, რომლებიც ქართველ და მოლდოველ ხალხს აკავშირებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაკავშირებს საერთო მისწრაფებები ევროკავშირისკენ, რაც არის სტრატეგიული მიზანი, როგორც მოლდოვისთვის, ისე - საქართველოსთვის. ჩვენ გაერთიანებული ვართ მნიშვნელოვან ფორმატებში, როგორებიცაა "აღმოსავლეთ პარტნიორობა", სუამ-ი და გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველა საერთაშორისო ფორმატში. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ საქართველოს მყარი მხარდაჭერა მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გადაგიხადოთ მადლობა თქვენი თანმიმდევრული პოზიციისთვის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საქმეში. ასევე მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ეს შეხვედრა იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების დასაწყისი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პოტენციალი ძალიან დიდი გვაქვს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოველ კოლეგას.
გიორგი კვირიკაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა პაველ ფილიპმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები და ისტორიული მეგობრული კავშირები.
"დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ვიზიტი კომბინირებული იყო თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმთან". კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გითხრათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმის კარგად ორგანიზებისთვის. ჩვენთვის ეს წელი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან 25 წელი გავიდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებიდან, თუმცა ჩვენ უფრო დიდი ხანია, გვაკავშირებს ერთმანეთთან კულტურული და მეგობრული ურთიერთობები. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, როგორც ისტორიული, ასევე - კულტურული, სამწუხაროდ, ასევე არის პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ორმხრივი სოლიდარობა, არამედ მთლიანად რეგიონში მხარდაჭერა, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას", - განაცხადა პაველ ფილიპმა.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონვენციას "საქართველოს მთავრობასა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" და "მოლდოვის რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას".
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა