ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით,
რუსეთს მეზობლების მიმართ აგრესიულ ქმედებებში ადანაშაულებს.
მისივე თქმით, აშშ ევროპელ მეგობრებთან ერთად, რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებს კარგად აცნობიერებს.
"მაშინ, როდესაც დასავლეთი აგრძელებს პოსტ საბჭოთა რუსეთთან ახალი პროდუქტიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის საჭირო გზების ძებნას, რუსეთი ამ ქმედებებზე რეაგირებას არ ახდენს. თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის მცდელობებს, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების განახლების მხრივ, რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებში, 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში შეჭრა მოჰყვა. რუსეთი აგრძელებს საარჩევნო პროცესში ჩარევითა და არადემოკრატიული იდეალების ხელშეწყობით, აგრესიულ ქმედებებს რეგიონში სხვა მეზობლების მიმართ. შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებს კარგად აცნობიერებს," - აცხადებს ტილერსონი.

















