logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
პრემიერი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
12:28 29.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა მოლდოველ კოლეგა პაველ ფილიპს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

"ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ თქვენ, როგორც აბრეშუმის გზის - "ერთი სარტყელისა და ერთი გზის" ფორუმზე, ასევე - ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის და გითხრათ, რომ ჩვენთვის მოლდოვა არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე, ჩვენ გვაქვს ერთი საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებები, გვაქვს მნიშვნელოვანი ფორმატები, რომლებშიც ერთად ვმუშაობთ; მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის. ჩვენი მხრიდანაც მინდა, გამოვთქვა მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების ძალიან მკაფიო მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოველ კოლეგას.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

"მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის არსებობს ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობები. ჩვენ, გარდა მეგობრული ურთიერთობებისა, გვაკავშირებს საერთო ინტერესები, რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას და, სამწუხაროდ, ჩვენ ასევე გვაკავშირებს კონფლიქტები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მნიშვნელოვანია გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ამ კუთხით პროგრესის მისაღწევად", - აღნიშნა პაველ ფილიპმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა