logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კარლ ერიავეცი: ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად
კარლ ერიავეცი: ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად
11:15 29.11.2017
სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასოცირების დღის წესრიგის სრული და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით საქართველო ლიდერია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში. ევროკავშირის მხრიდან, საქართველო განიხილება როგორც ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ კარლ ერიავეცმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციზე განაცხადა.

კარლ ერიავეცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გაღებული მნიშვნელოვანი წვლილი და კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვენიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისა და მისწრაფებების მიმართ. სლოვენიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობის მიღწევაში მაქსიმალურ თანადგომა აღუთქვა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, კარლ ერიავემცმა მიხეილ ჯანელიძე, მომავალ წელს, საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად სლოვენიაში მიიწვია. მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ მიხეილ ჯანელიძის სლოვენიაში ვიზიტის დროს დაიგეგმოს ბიზნეს ფორუმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, სლოვენიის რესპუბლიკის ქართველ ხალხს ბათუმში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.
სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს “ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ღონისძიების ფარგლებში ეწვია. თბილისში „აბრეშუმის გზის“ ფორუმი 28-29 ნოემბერს მიმდინარეობს და მასში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა