logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა დაგვეხმარება მივაღწიოთ მასთან მეტ სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობას
მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა დაგვეხმარება მივაღწიოთ მასთან მეტ სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობას
17:14 28.11.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ერიავეცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციზე საქართველოსა და სლოვენიის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ურთიერთობები შეაჯამა.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კარლ ერიავეცს საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სლოვენიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და წარმატებული თანამშრომლობა ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების და კულტურის სფეროებში.
მინისტრის განმარტებით, ამ დინამიკას და საქართველოსა და სლოვენიასშორის ინვესტიციების განხორციელებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, სხვადასხვა სლოვენიური კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში და დაგეგმილი ბიზნეს ფორუმი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა სლოვენიელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მინისტრის თქმით, სლოვენიამ გამოთქვა მზადყოფნა აღმოუჩინოს საქართველოს როგორც საკონსულტაციო, ისე პრაქტიკული დახმარება რეფორმების გატარების და ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.

„ ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ, პრაქტიკულ და ექსპერტების დონეზე მხარდაჭერას ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების, მათ შორის სლოვენიის მხრიდან. ეს ყოველივე ჩვენ დაგვეხმარება მივაღწიოთ მეტ სამართლებრივ, ინსტიტუციურ თუ დარგობრივ თავსებადობას ევროკავშირთან“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს “ თბილისის აბრეშუმის გზისფორუმის“ ღონისძიების ფარგლებში ეწვია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა