logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ ძალიან აქტიური პარტნიორები - პარლამენტი და სახალხო დამცველი
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ ძალიან აქტიური პარტნიორები - პარლამენტი და სახალხო დამცველი
15:31 28.11.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა სახალხო დამცველის არჩევის პროცესისგან გამიჯვნით პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, კონსესუსთან დაკავშირებული დისკუსია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ პირობებში გამოჩნდა, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად მუშაობა ისევ საჭიროა.

„ერთი წლის განმავლობაში წარიმართებოდა დისკუსია კონსენსუსთან დაკავშირებით და ჩვენ ვამბობდით, რომ კონსენსუსი მიიღწევა მხოლოდ მაღალი პოლიტიკური კულტურის პირობებში. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო იმაზე, რომ პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს საქართველოში. დაინახეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ არის სრული თანხმობა და თანხვედრა პოზიციებში მმართველ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის და მათ გადაწყვიტეს ამ პირობებში ჩვენთვის არ დაეწერათ პოლიტიკური ქულები და ამ სახით სამწუხაროდ, გაემიჯნნენ ომბუდსმენის არჩევის პროცესს რაც არის აბსოლუტურად პოლიტიკურადაც არასწორი გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რამდენად რაციონალურია ზოგადად ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი მხრიდან პოლიტიკურადაც არასწორი გადაწყვეტილება“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გაუგებარია უმცირესობის წარმომადგენელთა შეფასებებიც. „საუბარი იყო იმაზე, რომ კანდიდატი ნინო ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტზე არ აკრიტიკებდა ხელისუფლებას. იმისთვის, რომ ჩვენ ღიმილით ვუპასუხოთ ასეთ განცხადებებს, მარტივად უნდა ჩავხედოთ კანონს და ვნახოთ როგორია გენერალური აუდიტორის მოადგილის სტატუსი და ფუნქციები“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს არასდროს გაუკრიტიკებია მოქმედი სახალხო დამცველი მისი მხრიდან მმართველი გუნდის კრიტიკის გამო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი და საქართველოს პარლამენტი აქტიური პარტნიორები უნდა იყვნენ.

„აქ საუბარი იყო პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც გამომჟღავნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება კრიტიკას, სახალხო დამცველის მთავარი ფუნქცია ზუსტად არის ხელისუფლების კრიტიკა. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ველით სახალხო დამცველის ძალიან აქტიურ მუშაობას, ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში. ჩვენთვის მთავარია, ვიყოთ ძალიან აქტიური პარტნიორები პარლამენტი და სახალხო დამცველი. ასეთი პარტნიორული ურთიერთობის პირობებში უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. გარდა ამისა, პარლამენტი აღჭურვილია თავისი საზედამხედველო ფუნქციით და ვფიქრობთ, რომ პარლამენტის და სახალხო დამცველის თანამშრომლობა არის საუკეთესო მექანიზმი ამ საზედამხედველო ფუნქციის საუკეთესო ფორმით განხორციელებისთვის“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა