logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციით ხარჯების ოპტიმიზაციისა და მართვის სისტემის რაციონალიზაციის მიზანი მიიღწევა
ირაკლი კობახიძე: მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციით ხარჯების ოპტიმიზაციისა და მართვის სისტემის რაციონალიზაციის მიზანი მიიღწევა
15:27 28.11.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა, პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი სამი მოსმენით მიმდინარე სასესიო კვირაში ვერ მიიღოს.

მისივე თქმით, კანონპროექტის პაკეტი ჯერ კომიტეტების დონეზე, შემდეგ უკვე პლენარული სხდომის ფორმატში განიხილება.

„ამ შემთხვევაში, საკითხის ინიცირება არის მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივა. შესაბამისად, მთავრობაში რეორგანიზაციის თაობაზე პაკეტი შემოვიდა მთავრობის ინიციატივით. ჩვენ განვიხილავთ ამ კანონპროექტების პაკეტს. განიხილება ჯერ კომიტეტების დონეზე, შემდეგ უკვე პლენარული სხდომის ფორმატში, სავარაუდოდ, ჩვენ კვირის ბოლომდე გაგვიჭირდება სამი მოსმენით ამ პაკეტის მიღება. დაჩქარებულ წესზე იყო მოთხოვნა, რაზეც ჩვენ დავთანხმდით, თუმცა, ამის მიუხედავად, არის ასზე მეტი კანონპროექტი, შესაბამისად, ვვარაუდობ რომ ამ ერთი პლენარული სხდომების კვირის განმავლობაში ვერ მოესწრება სამი მოსმენით კანონპროექტების პაკეტის მიღება. შესაბამისად, ამის შემდგომ გაგრძელდება განხილვა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა ოპოზიციის განცხადებებსაც იმის თაობაზე, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია მხოლოდ ფასადური ცვლილებებია.
„მთავრობის რეორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზანი - ერთი არის ხარჯების ოპტიმიზაცია და მეორე არის თვითონ მართვის სისტემის რაციონალიზაცია და სწორედ ეს იყო არსი, ეს იყო მიზანი ამ ცვლილებების. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი მიიღწევა ამ ცვლილებებით, თუმცა, რა თქმა უნდა, იწყება საკომიტეტო განხილვები, დაიწყება პლენარულ სხდომებზე ამ საკითხის განხილვა და იქ ჩამოყალიბდება პარლამენტის საბოლოო პოზიცია რეორგანიზაციის შინაარსთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. მისი განცხადებით, მთავრობის რეორგანიზაციის საბოლოო მოდელზე შეჯერება პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების საფუძველზე მოხდება.
„აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო გუნდში გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით. ინიცირებული არის კანონპროექტი, განხილვა დაიწყო და გაგრძელდება. ეს განხილვა წარიმართება, რა თქმა უნდა, პარლამენტისა და მთავრობის კონსულტაციების ფორმატში და ამ კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოოდ მოდელი მთავრობის რეორგანიზაციის. შესაბამისად, ყველა საკითხზე იქნება დისკუსია, მსჯელობა და მთავრობასთან ერთად უნდა შევჯერდეთ საბოლოო გადაწყვეტილებაზე“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა