logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე: პარლამენტის შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის
ირაკლი კობახიძე: პარლამენტის შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის
15:04 28.11.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა წარმომადგენლობაა და მისი შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის.


ამის შესახებ კობახიძემ გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე - „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობით, პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობასა და სურვილს, რომ დაინერგოს
მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციებზე დაფუძნებული საჯარო მმართველობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით მკვიდრდება ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას იღებს.

„დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებულ ახალ ნორმას, რომლითაც სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულვალდებულებას, შექმნას განსაკუთრებული პირობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის. ამით იქმნება ძალიან მტკიცე გარანტია იმისა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სპეციალური საჭიროების მქონე თითოეული ადამიანის სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასევე, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე, ყველა წინაპირობა შევქმნათ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი, ორიენტირებულია, რომ მოქალაქეებისათვის შეთავაზებული სერვისები და ინფრასტრუქტურა სრულად იყოს მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სრულად ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთათვის.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ პარლამენტი ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოქალაქეთა წარმომადგენლობაა და მისი შენობა სრულად და თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. სიამაყით ვაცხადებთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი სრულად ხელმისაწვდომი გახდება მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის. დღევანდელ შეხვედრაზე წარმოგიდგენთ სწორედ პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმას, რომელიც რამდენიმეთვიანი, სისტემატური და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების ფარგლებში შემუშავდა.
ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ იგეგმება ქუთაისის შენობის რეაბილიტაცია, როგორც მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, თავად შენობის რეაბილიტაცია და იქაც, რა თქმა უნდა, აქტიურად იქნება გათვალისწინებული შესაბამისი და მე პირადად, აქტიურად ვიქნები ჩართული შესაბამის დაგეგმვაში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს და არასამთავრობო ორგანიზაციას- „მარიანი“ მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი ღონისძიების ძალიან დიდ მნიშვნელობას, ძალიან დიდ მნიშვნელობას ზოგადად იმ თემის, რასაც ჰქვია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს პარლამენტი ძალიან აქტიურ წვლილს შეიტანს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა