სახალხო დამცველობის კანდიდატის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის ყველა ხელისუფლების
მმართველობისას ოპონირების რეჟიმში იქნება და ადამიანის უფლებებს დაიცავს.
აღნიშნულის შესახებ მან გედევან ფოფხაძის კითხვის სანაცვლოდ განაცხადა, თუ როგორ უნდა მოხდეს, რომ ომბუდსმენი პოლიტიკურ მხარედ არ გადაიქცეს.
„მე როგორც ადამიანის უფლებათა აქტივისტი, ყველა ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში ვიყავი. ამიტომ, ჩემთვის საქმიანობა და მიდგომები აბსოლუტურად იგივე რჩება. შეიცვალა პოლიტიკური ვითარება, თუმცა ჩემი ღირებულებები და მიდგომები- ის, რომ ვიყო ობიექტური და ხშირად კრიტიკული შემფასებელი იმაზე, რაც ადამიანის უფლებებზე გავლენას ახდენს ყოველთვის პრინციპულად დავიცვა, არ შეცვლილა“-განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას კანდიდატურას სახალხო დამცველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

















