სახალხო დამცველის თანამდებობზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ადამიანის უფლებათა დაცვის
კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
კენჭისყრისას ლომჯარიას ნდობა ერთ-ერთმა დეპუტატმა არ გამოუცხადა, რომლის ვინაობაც საზოგადოებისთვის უცნობია, რადგან კენჭისყრა დახულ რეჟიმში გაიმართა.
კომიტეტის სხდომაზე თავდაპირველად თავად კანდიდატს მოუსმინეს, რის შემდეგაც ლომჯარიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ლომჯარიას კანდიდატურა ომბუსმენის პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს არასამათავრობო სექტორმა შესთავაზა.

















