logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა
13:59 28.11.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალურ დირექტორს, ჟუჟანა ჯაკაბის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებზე, ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მომავალი განვითარების შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხედვებზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟუჟანა ჯაკაბის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედ კომიტეტს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წვლილი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში. მისი განცხადებით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზეც საქართველოს პარლამენტი აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება მიულოცა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
ჟუჟანა ჯაკაბიმ ისაუბრა საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების - მათ შორის, თამბაქოს კონტროლის რეფორმის შესახებაც და ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში პარლამენტის თავმჯდომარის პირადი ჩართულობა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აკაკი ზოიძემ აღნიშნა, საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
„საქართველოში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა. ჩვენს ქვეყანას აქვს პატივი, პირველად ისტორიაში, იყოს სწორედ ამ მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე ევროპის მასშტაბით. ამავდროულად, საქართველო არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ამ მხრივ, საკმაოდ წამყვანი როლი გვენიჭება იმ პროცესებში, რომლებიც შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმების განსაზღვრას ეხება“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, 2013 წელს საქართველოში დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უნივერსალური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შექმნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რაც, აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აღნიშნული საკითხი იყო.

„სწორედ ამ საკითხზე იყო საუბარი, რომ საქართველო შეიძლება იყოს ერთ-ერთი მოდელური ქვეყანა სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმების კუთხით. ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა მოგვილოცა ის წარმატებები და ნაბიჯები, რაც გადადგმულია ამ მიმართულებით 2013 წლიდან - ის, რომ ჯანდაცვა არის ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური პრიორიტეტი ამ ქვეყნისთვის. მან ასევე დაგვიდასტურა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მზადყოფნა, უფრო მჭიდროდ იმუშაონ ქვეყნების პარლამენტებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთანაც, იმ რეფორმების მიმართულებით, რაზეც იყო საუბარი - მათ შორის, საუბარია C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებულ დასრულებაზე, ზიანის შემცირების პროგრამებზე, რომ შიდსის და C ჰეპატიტის მიმართულებითაც დავეხმაროთ და ამას ემსახურება იგივე ნარკოკანონმდებლობის პაკეტი, რომელიც პარლამენტში აქტიურად იხილება. ასევე, საუბარი გვქონდა მნიშვნელოვან რეფორმებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, პირველადი ჯანდაცვის კუთხით, პრევენციასა და ყველა იმ საკითხზე, რომელსაც შეუძლია მოუტანოს ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტი და ჯანმრთელი სიცოცხლის წლები“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა