სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადამიანის
უფლებების დაცვის მიმართულებით გაუმჯობესება არსებობს, თუმცა ტენდენციები უნდა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებები ისეთი საკითხია უკვე მიღწეულად და გარანტირებულად ვერ ჩაითვლება.
„გამოწვევები ყველა სფეროში არსებობს იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები არის ისეთი რამ, არ შეიძლება მივიჩნიოთ უკვე მიღწეულად და გარანტირებულად. ადამიანის უფლებების დაცვას მუდმივად სჭირდება ბრძოლა და დაცვა, მოპოვება. გაუმჯობესებები ყველა მიმართულებით არსებობს, თუმცა ეს ტენდენციები უნდა გაგრძელდეს და უფრო მეტი დაცვის გარანტიები უნდა შეიქმნას ყველა მიმართულებით“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე უსმენენ. მისი კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს არასამთავრობო სექტორმა შესთავაზა.

















